ქართული ინფორმატიკის ოლიმპიადის დასკვნითი ეტაპი დღეს გაიმართება
ქართული ინფორმატიკის ოლიმპიადის დასკვნითი ეტაპი დღეს გაიმართება
10:04 08.07.2012
კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლაში დღეს, ქართული ინფორმატიკის ოლიმპიადის დასკვნითი ეტაპი გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ოლიმპიადის ორგანიზატორებმა აცნობეს, ოლიმპიადა პროგრამირების შეჯიბრებათა ციკლ „GeOlymp Series 2012”-ის ფარგლებში ტარდება.
„GeOlymp Series” კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერ მოსწავლეს და სტუდენტს შეუძლია. წელს მონაწილეთა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა.
ფინალამდე მათ 5 რაუნდი გაიარეს, რომლებიც ინტერნეტის მეშვეობით შედგა. რაუნდების ჯამური შედეგების მიხედვით 20 საუკეთესო მონაწილე შეირჩა, რომლებიც ფინალში საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებენ.
„ჯეოლიმპის“ მიზანი მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის პროგრამირების ოლიმპიადებისადმი ინტერესის გაზრდის ხელშეწყობა, მათი ცოდნის ამაღლება და პროგრამირების სფეროს განვითარებაში საზოგადოების წვლილის შეტანის ხელშეწყობაა.
ქართული პროგრამირების ოლიმპიადა თბილისში 2010 წლიდან იმართება.

ბეჭდვა