ხულოს მუნიციპალიტეტის მერი გოჩა მელაძე პატრიარქს აღსაყდრებიდან 40 წლისთავს
ულოცავს.
"სრულიად საქართველო, კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილეს ზეიმობს. მინდა მივულოცო მის უწმინდესობას ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, ვუსურვო დღეგრძელობა და ჯანმრთელობა ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ"-ნათქვამია მერი გოჩა მელაძის მისალოც წერილში.
