ხულოს მერმა მოქალაქეთა ღია მიღება გამართა
ხულოს მერმა მოქალაქეთა ღია მიღება გამართა
19:35 25.12.2017
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა დღეს მოქალაქეთა ღია მიღება გამართა. გოჩა მელაძე მოქალაქეებს, პირველ მოადგილე ლაშა ბოლქვაძესთან და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.
დღეიდან გოჩა მელაძე, ყოველ ორშაბათს, მოქალაქეებს სამსახურის უფროსებთან ერთად შეხვდება.

ბეჭდვა