ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ პანტნარში სტიქიის კერა დაათვალიერეს
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ პანტნარში სტიქიის კერა დაათვალიერეს
19:30 25.12.2017
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ საციხურში მეწყრული პროცესი განვითარდა, რამაც სოფელ პანტნართან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ჩაკეტა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, აჭარის გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ. იმისათვის, რათა სოფელთან დამაკავშირებელი გზა აღდგეს, გაწმენდით სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა.
მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გეოლოგიური შესწავლისა და შესაბამისი დასკვნის დადების შემდეგ, პრობლემის აღმოსაფხვრელად მასშტაბური სამუშაოები დაიწყება.

ბეჭდვა