ცაბაძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაშავებული ორი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
ცაბაძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაშავებული ორი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
10:17 25.12.2017
თბილისში, „დინამო არენასთან“ ცაბაძის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაშავებული ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
დაშავებულებს მკურნალობა დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდებათ.
ხანძრის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა. დაშავებულებიცა და გარდაცვლილებიც ერთი ოჯახის წევრები არიან.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე გაჩნდა.

ბეჭდვა