ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის 35-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია
ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის 35-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია
19:23 22.12.2017
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 35-ე კმ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა- მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 35-ე კმ-ზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ბეჭდვა