ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, ვიცე-მერი რომან გოგიძე და მერის მოადგილე
დავით გვიშიანი მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის საბავშვო და ახალგაზრდულ განყოფილებას ეწვივნენ.
ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებამ სტუმრებს ლიტერატურულ-მუსიკალური ღონისძიება „დაე აგვიხდეს ერთიან ეს საახალწლო ფიქრები“ წარმოუდგინა.
