დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა სოფელი დიღმის, ნატბეურების დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სამხედრო გზატკეცილის, სოფელი ბეთანიას, დაბა კიკეთის, დაბა კოჯრის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, მარკო პოლოს, მეფე მირიანის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), 11 საათიდან 17 საათამდე ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), გრიგოლ ლორთქიფანიძის (ნაწილობრივ), გივი ამილახვარის (ნაწილობრივ) და ტაბიძის ქუჩების, 13 საათიდან 15 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის და ნინო რამიშვილის ქუჩის, 10 საათიდან 12 საათამდე ლუბლიანას და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების, 11 საათიდან 13 საათამდე გლდანის I მიკრორაიონის, ხოლო 11 საათიდან 12 საათამდე იეთიმ გურჯის, ჩახრუხაძის, ავლევის, ნიშნიანიძის, ნაკაშიძის და ვერცხლის ქუჩების მაცხოვრებლები.
