დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
09:30 20.12.2017

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის

მიზნით დღეს, 20 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კერძოდ, შეზღუდვა შეეხება:

საბურთალოს რაიონი

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, პეტრიწის, ფერაძის და გვიმრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II, V კვარტლების და ბესარიონ ჟღენტის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 12:30 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, ახალი ხეივნის, გულუას, გულიას და წითლანაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის I მიკრორაიონის და ნოზაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

 

ბეჭდვა