ისანი-სამგორის რაიონში პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე მისივე სახელობის სკვერი შენდება.
სამშენებლო სამუშაობი დღეს ისანი–სამგორის რაიონის გამგებელმა თემურ გრიგალაშვილმა დაათვალიერა.
სკვერი 700 კვ.მ ფართობზე მოეწყობა - დამონტაჟდება გარე განათება. დაგეგმილია სკამების დადგმა, მწვანე საფარის მოწყობა და ტერიტორიაზე ფილების დაგება.
სკვერის მოწყობის პარალელურად, მიმდებარე ქუჩებზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. სამუშაობი მთლიანად ერთ თვეში დასრულდება.
