თსუ-ში ISET-ის მეხუთე თაობის ეკონომიკის მაგისტრების გამოსაშვები ცერემონია გაიმართება
თსუ-ში ISET-ის მეხუთე თაობის ეკონომიკის მაგისტრების გამოსაშვები ცერემონია გაიმართება
09:15 07.07.2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მეხუთე თაობის ეკონომიკის მაგისტრების გამოშვების ცერემონია დღეს გაიმართება.

როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, ISET-ში ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მაგისტრის წოდება 27 სტუდენტს მიენიჭება. მაღალი აკადემიური მოსწრების მაგისტრანტები დიპლომებით დაჯილდოვდებიან, საუკეთესო თეზისების ავტორი სტუდენტები სპეციალურ სერტიფიკატებს მიიღებენ, ხოლო ISET-ის 2012 წლის კლასის ლიდერს ზურაბ ჟვანიას სახელობის პრიზი გადაეცემა.

მაგისტრებისთვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიას თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი, ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი ჯორჯ ველტონი და სხა სტუმრები დაესწრებიან.

ფინანსთა მინისტრი საუკეთესო მაგისტრანტს valedictorian-ის სერტიფიკატს გადასცემს.

თსუ-ს ინფორმაციით, სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ ISET-ის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ სწავლა ნიუ იორკის, სტენფორდის, ჩიკაგოს, პენსილვანიისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების დოქტორანტურაში განაგრძონ.

ბეჭდვა