სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის-ივანე გოლაშვილის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა
სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის-ივანე გოლაშვილის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა
23:12 17.12.2017
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის ივანე გოლაშვილის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა.

ნაძალადევის რაიონში მდებარე კეთილმოწყობილი,საჭირო ავეჯით და ტექნიკით აღჭურვილი ბინა ივანე გოლაშვილის ოჯახს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა პირადად გადასცა და ბარბარობის დღესასწაული მიულოცა. საცხოვრებელი ბინა ფონდმა "ქართუმ" შეიძინა.

გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს სახელმწიფო ერთჯერადად 100000 ლარით დაეხმარა, ხოლო ყოველთვიურად 1000 ლარი გადაეცემა.

ბეჭდვა