თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს იუსტიციის სახლთან არსებული ხიდი დროებით
გადაიკეტება.
უწყების განცხადებას „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:
“16 დეკმბერს, 00:00 სთ-დან - 17 დეკემბრის 23:00 სთ-მდე იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე გადაიკეტება.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დაკვეთით შპს „კაპიტელი“ ახორციელებს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”-ნათქვამია მერიის განცხადებაში.
