ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა სოციალურად შეჭირვებული ოჯახები მოინახულა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა სოციალურად შეჭირვებული ოჯახები მოინახულა
18:45 14.12.2017
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ ტუნაძეებსა და დაბა ხულოში სოციალურად შეჭირვებული ოჯახები მოინახულა. გოჩა მელაძემ მათ წინა საახალწლოდ საკვები პროდუქტები გადასცა. მერმა ტუნაძეებში ის ოჯახები მოინახულა, რომლებიც 3 დეკემბერს განვითარებული ხანძრის შედეგად დაზარალდნენ.

ხულოს მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფიორმაციით, ეს ოჯახები მუნიციპალიტეტის მიერ გაყვანილია დროებით საცხოვრებელ ფართებში და მათ უკვე გაეწიათ დახმარება შეშით უზრუნველყოფის კუთხითაც. აგრეთვე, დაწყებულია შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვება, რის შემდეგ დაზარალებულები დახმარების სახით 10000-10000 ლარს მიიღებენ.


ბეჭდვა