საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 520 დევნილ ოჯახს გადაეცა
საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 520 დევნილ ოჯახს გადაეცა
14:58 14.12.2017
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უსასყიდლოდ კიდევ 520 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

ამ ეტაპზე, დევნილ ოჯახებს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები ქუთაისში, ზესტაფონსა და ზუგდიდში დაუკანონდებათ.

2012 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უკვე 17 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი გრძელდება.



ბეჭდვა