თბილისის მერი გიგი უგულავა მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ ახალი მრავალფუნქციური სავაჭრო კომპლექსის გახსნას დაესწრო.
კომპლექსი „ფენიქსი“ ისანი-სამგორის რაიონში მდებარეობს და იგი ორი ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული შენობისგან შედგება.
ობიექტში საოჯახო ტექნიკის, ტანსაცმლის, საიუველირო, წიგნებისა და სხვადასხვა სახის პროდუქციის მაღაზიები და ”ვითიბი“ ბანკის ფილიალი განთავსდა.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სავაჭრო ობიექტში ამჟამად 250-მდე ადამიანია დასაქმებული, საიდანაც თამანშრომლების ნაწილი მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან შეირჩა.
გიგი უგულავამ ახალი მრავალფუნქციური ცენტრი დაათვალიერა და ობიექტში დასაქმებულ პირებსაც გაესაუბრა.
