სოფელ ფონიჭალაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კიდევ ერთ ქუჩაზე დასრულდა
 სოფელ ფონიჭალაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კიდევ ერთ ქუჩაზე დასრულდა
12:45 13.12.2017
კრწანისის გამგეობამ სოფელ ფონიჭალაში გზის კაპიტალური მშენებლობა კიდევ ერთ ქუჩაზე დაასრულა.

დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურა ამჯერად, ილორის ქუჩაზე მოწესრიგდა, სადაც ასფალტის საფარი 3000 კვ.მ-ზე დაიგო.

მიმდინარე წელს ქვემო ფონიჭალაში საგზაო სამუშაო რამდენიმე ქუჩაზე ჩატარდა - გზა კაპიტალურად მოეწყო აფხაზეთისა და გულბანის I და II ჩიხებში, აღმაშენებლის II ჩიხში, ასევე რაფავას, ხვიტიასა და გაგრის ქუჩებზე.

გზების მშენებლობის სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „გუმი“ ასრულებს. აღსანიშნავია, რომ კაპიტალური გზა სოფელ ფონიჭალაში ამ დრომდე არ არსებობდა.




ბეჭდვა