მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხზე
მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხზე
09:53 12.12.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს მაღალი დონის კონფერენციაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხზე.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო და გაეროს განვითარების პროგრამა.

როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ყურადღებას გაამახვილებს ქალთა უფლებების უზრუნველყოფის საკითხებზე, როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაზე, რაც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებშიც აისახა. მიხეილ ჯანელიძე ასევე ისაუბრეს საქართველოს მხრიდან გენდერული თანასწორობის საკითხებზე საერთაშორისო ვალდებულებებისა და საერთაშორისო კონვენციების შესრულების მხრივ არსებულ ტენდენციაზე.

კონფერენციის ფარგლებში მსჯელობა გაიმართება ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაძლიერებლად ქვეყანაში გატარებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად სახელმწიფო პოლიტიკასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე.

კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ბეჭდვა