მიხეილ სააკაშვილმა ორი დღის წინ დაბადებული ოთხი ტყუპი მოინახულა
მიხეილ სააკაშვილმა ორი დღის წინ დაბადებული ოთხი ტყუპი მოინახულა
16:04 06.07.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, დღეს ქალთა სამედიცინო ცენტრში „ახალი სიცოცხლე“ ახლადდაბადებული ტყუპები  მოინახულა. ამის შესახებ faсebook-ზე პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი.

მიხეილ სააკაშვილმა ნონა ვარშანიძისა და დიმიტრი კოღუაშვილის ოჯახს მათი დაბადება მიულოცა და საჩუქრებიც გადასცა.

ნონა ვარშანიძემ 4 ივლისს ოთხი ტყუპი - ორი ბიჭი და ორი გოგონა საკეისრო კვეთით გააჩინა. დედაც და პატარებიც - დიმიტრი, ბარბარე, ანდრია და მაია თავს კარგად გრძნობენ.

ნონა ვარშანიძე და მისი მეუღლე დიმიტრი კოღუაშვილი ბათუმში ცხოვრობენ. მათი უფროსი ქალიშვილი ნინი 12 წლისაა.

ბეჭდვა