მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ 8 ივლისს, ქართველი მომღერლის გიული ჩოხელის ნამუშევრების
გამოფენა - „არაჩვეულებრივი გამოფენა“ გაიმართება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „მუზადან“ აცნობეს.
ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს სახალხო არტისტი, სიმღერის და საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი, „სოპოტი-67“-ის გრან-პრის მფლობელი გიული ჩოხელი წლების განმავლობაში წარმატებით მოღვაწეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. სწორედ იქ გადაწყვიტა მან პოლიეთილენის მასალით ნამუშევრების შექმნა.
გამოფენაზე, ასევე, წარმოდგენილი იქნება მის მიერ შექმნილი ნატურმორტები და პორტრეტები.
