აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის, საქართველოს სახალხო
არტისტის დიმიტრი (დიმა) ჯაიანის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის თეატრში მიმდინარე წლის 11 დეკემბერს 12 საათიდან გაიმართება.
დიმიტრი ჯაიანს 12 დეკემბერს საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ.
გამოსვენება რუსთაველის თეატრიდან 14:00 საათზე მოხდება.
