ცაგერში გზები ყინულისგან გაიწმინდა
ცაგერში გზები ყინულისგან გაიწმინდა
13:07 10.12.2017
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის ავთანდილ უგრეხელიძის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის ცენტრალურ გზებთან არსებული საფეხმავლო ბილიკები თოვლის საფარისაგან და ყინულისგან გაიწმინდა.

ღონისძიებაში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობა მიიღო მუნიციპალიტეტსა და ა(ა)იპ-ში დასაქმებულმა პირებმა.

სტიქიასთან დაკავშირებით, ცაგერში უკვე რამდენიმე დღეა საგანგებო შტაბი მოქმედებს.

ბეჭდვა