მეუნარგიას ქუჩაზე ახალი სკვერი მოეწყო
მეუნარგიას ქუჩაზე ახალი სკვერი მოეწყო
16:55 09.12.2017
ჩუღურეთის რაიონში, მეუნარგიას ქუჩის N58-ში ახალი სკვერი გაიხსნა. სკვერი იმ ტერიტორიაზე მოეწყო, სადაც წლების განმავლობაში ნაგავი უნებართვოდ იყრებოდა

დასასვენებელი სივრცე ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა და თბილისის საკრებულოს წევრმა ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარული ოლქიდან რიმა ბერაძემ დაათვალიერეს.

გამგეობის დაფინანსებით, სკვერის ტერიტორიაზე დაიგო ბალახის საფარი, დამონტაჟდა საბავშვო გასართობი მოედანი, სკამები, სანაგვე ურნები, დამონტაჟდა განათება და დეკორატიული ფილებით საფეხმავლო ბილიკები მოეწყო.

დღესვე, ახლადგახსნილ სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა, სადაც ხე-მცენარეები და დეკორატიული ბუჩქები დაირგო.

ჩუღურეთის რაიონს მიმდინარე წელს, ექვსი ახალი სკვერი შეემატა, არსებულ 33 სკვერს კი, აღდგენა-რეაბილიტაცია ჩაუტარდა.


ბეჭდვა