კახა კალაძე სპეცოპერაციისას დაზარალებულებზე: ყველა ხარჯს ჩვენს თავზე ვიღებთ
კახა კალაძე სპეცოპერაციისას დაზარალებულებზე: ყველა ხარჯს ჩვენს თავზე ვიღებთ
18:18 08.12.2017
თბილისის მერის განმარტებით, 22 ნოემბრის ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციას მერია მოახდენს.

კახა კალაძის განმარტებით, არცერთი ოჯახი დასაკმაყოფილებელი არ დარჩება.

“ვერ მოიყვანთ ვერცერთ ადამიანს, რომელიც იტყვის, რომ თბილისის მერიას და ისნის გამგეობას მათთვის ყურადღება არ მიუქცევია. ის 500 ლარი გამოყოფილი იყო ოჯახებისთვის, ვისაც საცხოვრებელი ფართი დაეწვა და ტანსაცმელის ყიდვის საშუალებაც არ ჰქონდათ- იმისთვის გაიცა ეს თანხა, რომ ბავშვებისთვის ტანსაცმელი ეყიდათ. ყველა ხარჯს ჩვენს თავზე ვიღებთ ჩვენ. როდესაც გვექნება დასკვნა, ჩვენ სამუშაოებს დავიწყებთ. თუ ამის საშუალებას მოგვცემს დასკვნა რეაბილიტრება ჩატარდება“-განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც ერთი პირი დააკავეს, ხოლო სამის ლიკვიდირება მოხდა. ლიკვიდირებულთაგან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევი იყო, რომელმაც თავი აიფეთქა.

ბეჭდვა