ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით კრწანისისა და დიდუბის რაიონების ნაწილს
დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, კრწანისის რაიონში 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ათონელის და ორბელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
რაც შეეხება დიდუბის რაიონს, 13 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა აკაკი წერეთლის გამზირის, კედიას და ვანის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
