პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს დაბადების 80 და აღსაყდრებიდან 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო კომისიის შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრას მეუფეები, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, თბილისის მერი გიგი უგულავა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა, დევნილთა ყოფილი მინისტრი კობა სუბელიანი და კომისიის სხვა წევრები ესწრებიან.
კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოს დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
