სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა
ლენტეხის მუნიციპალიტეტში გამართა. შეხვედრის ძირითად მიზანს სკოლებში, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში, კულტურის სახლებსა და სოფლის ამბულატორიებში არსებული მდგომარეობის განხილვა წარმოადგენდა.
გუბერნატორის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახურები რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა სფეროში არსებული მდგომარეობისა და შესაძლო პრობლემების შესასწავლად პერიოდულ მონიტორინგს აწარმოებენ.
გუბერნატორმა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად დეტალურად განიხილა მონიტორინგის შედეგები, რის შემდეგაც შესაბამის სამსახურებს დროულად მისცა მითითება, დაიწყონ მუშაობა არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად და გარკვეულ ვადებში წარმოადგინონ ამ მიმართულებით განხორციელებული სამუშაოების ანგარიში.
