კოჯორში თოვლისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები და ტექნიკური მარილის დაყრა მიმდინარეობს
კოჯორში თოვლისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები და ტექნიკური მარილის დაყრა მიმდინარეობს
16:11 06.12.2017
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვლისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები და ტექნიკური მარილის დაყრა დაიწყო.

კომპანია მძღოლებს მოუწოდებს, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობისას ზამთრის საბურავები გამოიყენონ.

“შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე, კერძოდ, კოჯორში თოვლისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები და ტექნიკური მარილის დაყრა უკვე დაწყებულია.

„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ და აღნიშნულ ტერიტორიაზე, ზაფხულის საბურავებიანი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და საჭიროების შემთხვევაში, გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

პრობლემის შემთხვევაში, გთხოვთ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე: 2 61 90 50, ან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22“-ნათქვამია განცხადებაში.


ბეჭდვა