თბილისის მერია მშენებარე ობიექტების კონტროლს იწყებს
თბილისის მერია მშენებარე ობიექტების კონტროლს იწყებს
11:54 06.12.2017
დედაქალაქის მერია მშენებარე ობიექტებს მკაცრად გააკონტროლებს.

შესაბამისი დავალება კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გასცა.

მერის განმარტებით, მშენებლობებზე დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოების დარღვევა მთავრობისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„სამწუხაროა ის, რაც ხდება მშენებლობებზე და ხშირია ის, რასაც ვისმენთ ხოლმე ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ყოველგვარი დაზღვევის გარეშე ადამიანები მუშაობენ სამშენებლო ობიექტებზე და ეს ჩვენი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მინდა დავავალო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს გიორგი ბაგრატიონს- პირად კონტროლზე აიყვანოს და უმკაცრესად გააკონტროლოს დედაქალაქში არსებული ყველა მშენებარე ობიექტი.

ასევე არქიტექტურის სამსახურს მინდა დავავალო მშენებლობების ნებართვის გაცემის დროს, მკაცრად გააკონტროლოს პროექტის შესაბამისობა შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებთან. მათ შორის, ყურადღება უნდა მიექცეს პროექტის ფასადის ნაწილს. არცერთი სამშენებლო ნებართვა არ უნდა იყოს გაცემული, რომლის პროექტშიც არ იქნება წარმოდგენილი, თუ როგორი იქნება გარე ფასადი“-განაცხადა კალაძემ.

ბეჭდვა