51-ე სკოლაში ორშაბათიდან ფსიქოლოგების ჯგუფი იმუშავებს
51-ე სკოლაში ორშაბათიდან ფსიქოლოგების ჯგუფი იმუშავებს
11:36 02.12.2017
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ეხმაურება მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც სკოლის ერთი მოსწავლის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო მეორე მძიმედ დაიჭრა.

"მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, გულის სიღრმემდე შემძრა ხორავას ქუჩაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ. უპირველეს ყოვლისა, ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილი მოსწავლის მშობლებსა და ახლობლებს.

ექიმები ძალისხმევას არ იშურებენ და იმედი გვაქვს, მოხერხდება მძიმედ დაჭრილი მოსწავლის სიცოცხლის გადარჩენა.

ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. სკოლის პერსონალი მზადა არის მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სიმართლის დადგენას. ორშაბათს დილიდან მოსწავლეებთან სამუშაოდ სკოლაში ჩვენი ფსიქოლოგების ჯგუფი იმუშავებს. მივმართავთ ყველა სხვა საშუალებას სამომავლოდ მსგავსი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად"-აცხადებს მინისტრი.



ბეჭდვა