პეკინის ქუჩაზე შუქნიშნები ხმოვანი შეტყობინების მოწყობილობებით აღიჭურვა
პეკინის ქუჩაზე შუქნიშნები ხმოვანი შეტყობინების მოწყობილობებით აღიჭურვა
17:23 01.12.2017
პეკინის ქუჩის შვიდ გზაჯვარედინზე არსებულ შუქნიშნებზე ხმოვანი შეტყობინების მოწყობილობები დამონტაჟდა. დღეიდან, მხედველობაშეზღუდული შშმ პირები ქვეითთა გადასასვლელის გადაკვეთამდე შუქნიშნის მწვანე ნათების შესახებ ინფორმაციას ხმოვანი სიგნალით მიიღებენ.

მერიის განმარტებით, პეკინის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირიდან 26 მაისის მოედნამდე არსბულ შვიდივე გზაჯვარედინზე არსებულ შუქნიშნებზე სულ 27 მოწყობილობა დამონტაჟდა.

უახლოეს ხანებში ხმოვანი მოდულები დედაქალაქის კიდევ მინიმუმ 5 შუქნიშნიან გზაჯვარედინს შეემატება. დღემდე თბილისში სულ ასეთი 18 ობიექტი იყო.

ბეჭდვა