დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენეგია შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ენერგომომარაგება 10-დან 11:00 საათამდე აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის ნაწილს, ხოლო 10-დან 12:00 საათამდე ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, მოსკოვის გამზირის, სამრეწველოს დასახლების, აეროდრომის დასახლების, ჭირნახულის და ჯავახეთის ქუჩას არ ექნება.
შუქი 10-დან 13:00 საათამდე გლდანის V მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩას, ხოლო 10-დან 14:00 საათამდე დაბა წყნეთის რუსთაველის და ყაზბეგის ქუჩებს, ვეკუას, ბარათაშვილის და ვაჩნაძის ქუჩებს გაეთიშება.
10-დან 16:00 საათამდე ენერგომომარაგება თამარაშვილის, ნუცუბიძის ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს, გურამიშვილის გამზირის, მოლითის, გოგაშენის, იფნევის, ერისთავის, ჩარგლის, გუდამაყრის და სიხარულიძის ქუჩებს, გლდანის VII, VIII მიკრორაიონების და ქერჩის ქუჩას, ჩიტაძის, ინგოროყვას და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
ელექტროენერგია 10-დან 17:00 საათამდე გურამიშვილის გამზირის ნაწილს, ქსნის, ღრმაღელის, არბოს, ჟინვალის, ჭოპორტის, ლიახვის, ქვიშხეთის, ფეიქრების და მიმდებარე ქუჩებს, დმანისის, ალადაშვილის და მთავარანგელოზის ქუჩებს არ მიეწოდება.
10-დან 18:00 საათამდე შუქი თემქის III მიკრორაიონის II კვარტლის, ლიახვის და ბჟოლეთის ქუჩებს, მელიქიშვილის გამზირის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს, დიღმის მასივის I კვარტლის აბონენტებს გაეთიშება.
11-დან 18:00 საათამდე კი, ენერგომომარაგება ვაშლიჯვრის დასახლებას შეეზღუდება.
