საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირის ნაწილი დროებით გადაიკეტება
 საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირის ნაწილი დროებით გადაიკეტება
16:48 30.11.2017
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის სამუშაოების გამო, დღეს, 30 ნოემბერს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე რუსთაველის გამზირი გადაიკეტება.
სამონტაჟო სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე, ამავე საათებში, 4 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ასევე, 30 ნოემბრის 00:00 საათიდან 07:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა კოსტავას გამზირზე, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან მეტრო რუსთაველამდე.
სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.


ბეჭდვა