ხულოს ქალთა ოთახსა და „დემოკრატიის ინსტიტუტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
 ხულოს ქალთა ოთახსა და „დემოკრატიის ინსტიტუტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
18:32 29.11.2017
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანს ხულოს მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახსა და „დემოკრატიის ინსტიტუტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება წარმოადგენდა. მემორანდუმის გაფორმება მოხდა პროექტის „ახალი პერსპექტივები ახალგაზრდა დედებისთვის აჭარაში“ ფარგლებში.
პროგრამის მიზანია ნაადრევი ქორწინების შესახებ აჭარის რეგიონის მოსახლეობაში ცნობიერების დონის ამაღლება და არასრულწლოვან ასაკში დაოჯახებული ქალებისათვის სამართლებრივი, ჯანდაცვისა და განათლების შესახებ ტრენინგების შეთავაზება.

პროექტის ფარგლებში „ქალთა ოთახი“ უზრუნველყოფს პროექტის ბენეფიციართა მოძიებას და დაგეგმილ შეხვედრებში მათ ჩართულობას.
გაიმართა აღნიშნული პროგრამის პრეზენტაციაც, რომელსაც მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ბეჭდვა