კახა კალაძე: ნარჩენების გატანა ღამის საათებში უნდა მოხდეს
კახა კალაძე: ნარჩენების გატანა ღამის საათებში უნდა მოხდეს
11:33 29.11.2017
თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეს, მაია ბითაძეს „თბილსერვისჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან ერთად ორი კვირის ვადაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის გეგმის შემუშავება დაავალა.

როგორც კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ნარჩენების გატანა უნდა მოხდეს ღამის საათებში, ისე რომ ქალაქში მოძრაობას ხელი არ შეეშალოს.

„მე ვიცი, რომ ნარჩენების გატანა ხდება დილის და დღის საათებში, რომელიც გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. მოქალაქეების დახმარება თუ დაგვჭირდება, ამის მზაობა არის. ძალიან ბევრი წერილი შემოდის, ამიტომ თანადგომა იქნება საზოგადოების მხრიდან. მთავარია, წარმოვადგინოთ სწორი ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ბეჭდვა