თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება
09:36 29.11.2017
ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, დღეს, 29 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება კერძოდ:

საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის ნაკვეთების და ასმათის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
12 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდამაყრის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის მაცხოვრებლებს.



ბეჭდვა