თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ მიეწოდება.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, მობინადრეთა კერძო სახლებში
ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოების გამო, წყალმომარაგება შეუწყდა გლდანი-ნაძალადევის რაიონში ჯანჯღავას, მ. წერეთლის, ანდრონიკაშვილის, კაიროს, კაჭარავასა და იპოლიტოვ ივანოვის ქუჩებს.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში შეზღუდვები ეხება არსენალის მთას, ტყვიავის, ტოლსტოის, პეტერბურგის, ზ. ჭავჭავაძის, ფიროსმანის, გ.დოლიძის, წინამძღვრიშვილის, ჩერნიშევსკის, ქვლივიძის ქუჩებსა და აღმაშენებლის გამზირს.
გათიშულ აბონენტებს წყალმომარაგება 20:00 საათიდან აღუდგებათ.
