საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილების მიხედვით, კომპანიები ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, მომხმარებლებს ფულად კომპენსაციას გადაუხდიან.
სემეკმა ახალი წესები შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედ კომპანიებს მომსახურების ხარისხის სტანდარტები დაუდგინდათ.
განისაზღვრა 8 სახის მომსახურება, რომელთა დარღვევის შემთხვევაში, კომპანიებს ფულადი კომპენსაციები დაუწესდებათ.
„სემეკის“ თავმჯდომარის გურამ ჩალაგაშვილის თქმით, თუკი მომხმარებელს ელექტროენერგია დროულად არ მიეწოდება ან კომპანიაში შეტანილ ნებისმიერ წერილზე პასუხი არ გაეგზავნება, კომპანია ვალდებული იქნება, თითეულ ვადაგადაცილებული შემთხვევა მომხამრებელს 20-დან 50 ლარამდე ოდენობით აუნაზღაუროს, რაც მომხმარებლების პირად ანგარიშზე აისახება და აღნიშნული თანხის ელექტროენერგიას უფასოდ მოიხმარს.
„რაც შეეხება ახალი მომხმარებლების მიერთებას, კომპანიებს გარკვეული ვადა აქვთ. პირველივე ვადის გასვლისთანავე, მომხმარებელს გადასახდელი თანხა უნახევრდება, მეორე ვადის გასვლის შემდგომ კი - უნულდება“ - აღნიშნა გურამ ჩალაგაშვილმა.
დადგენილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღეს სხდომაზე განიხილა.
