ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ
მიაგეს პატივი სასტუმრო "ლეოგრანდში" გარდაცვლილებს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა თანამშრომლებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს ტრაგედიის ადგილი, მიუსამძიმრეს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და თანადგომა გამოუცხადეს.
