ზურაბ პატარაძე: თითოეული ჩვენგანისთვის მძიმე დღეა
ზურაბ პატარაძე: თითოეული ჩვენგანისთვის მძიმე დღეა
13:08 27.11.2017
სასტუმრო „ლეოგრანდში“ ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ქალაქის მერმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეთხვევის ადგილი ყვავილებით შეამკეს.

ზურაბ პატარაძემ დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„დღეს თითოეული ჩვენგანისთვის მძიმე დღეა. გლოვობს მთელი ქვეყანა. განსაკუთრებული განცდა არის ჩვენ ქალაქში, ჩვენ რეგიონში. კიდევ ერთხელ, მინდა მივუსამძიმრო ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ახლობლებს, თანაქალაქელებს“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

მეოთხე დღეა ტრაგედიის ადგილას რიგით მოქალეებსა და დაღუპულის ახლობლებს თანაგრძნობის ნიშნად ყვვალილები მიაქვთ და მათი ხსოვნის პატივსაცემად სანთლებს ანთებენ.

27 ნოემბერი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა.

ბეჭდვა