მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
 მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
10:58 27.11.2017
საქართველოს მთავრობა, მოსახლეობასთან ერთად, აჭარაში, სასტუმრო ,,ლეო გრანდში“ დატრიალებული ტრაგედიისას გარდაცვლილებს გლოვობს.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

27 ნოემბერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბეჭდვა