„საპარტნიორო ფონდის“, „საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციისა“ და „საქართველოს ჩაის
მწარმოებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით ქართული ჩაის 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება „ქართული ჩაი 170 წლისაა“ გაიმართება.
ღონისძიებას მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის, ჩაის ინდუსტრუაში ჩართული ბიზნეს კომპანიების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე, სპეციალურად მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
გაიმართება ჩაის დეგუსტაცია.
