დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება
შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა ხოშარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 18 საათამდე სოფელ შინდისის მაცხოვრებლებს, ხოლო 13 საათიდან 14:30 საათამდე შეზღუდვა ლიბანის, სალხინოს და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
