სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბათუმში, ხანძრის შედეგად
დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ წუხელ ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
ამასთან, შევთხოვთ უფალს, დაამშვიდოს ჩვენი ქვეყანა და დაიცვას განსაცდელისგან“-ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.
