თოვლის საფარმა გოდერძის უღელტეხილზე 1,5 მეტრს მიაღწია
თოვლის საფარმა გოდერძის უღელტეხილზე 1,5 მეტრს მიაღწია
17:31 24.11.2017
ხულოს მუნიციპალიტეტში ინტენსიური თოვა გრძელდება. ამ დროისათვის თოვლის საფარმა გოდერძის უღელტეხილზე 1,5 მეტრს, მაღალი ზონის სოფლებში 1 მ-ს, ხოლო დაბლობში 50 სმ-ს მიაღწია. უამინდობის გამო შექმნილი შეფერხებების საწინააღმდეგო ღონისძიებები მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის გზების გაწმენდით სამუშაოებს მერიისა და საგზაო დეპარტამენტის 17 ერთეული მძიმე ტექნიკა ახორციელებს. აქტიურად აწარმოებს ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებების აღმოფხვრას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი გოჩა მელაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე დაბა ხულოში გზის გაწმენდით სამუშაოებს გაეცნენ. პრევენციულ ღონისძიებებში ჩართული არიან საგანგებო შტაბის სხვა წევრებიც, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ადგილზე სწავლობდნენ შექმნილ მდგომარეობას.

ბეჭდვა