ხვალ დიდუბის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
ხვალ დიდუბის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
16:30 24.11.2017
ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით ხვალ, 25 ნოემბერს დიდუბის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის და თევდორე მღვდლის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ბეჭდვა