საპატრიარქოს მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, პატრიარქის მიერ თავის მოსაყდრედ
მეუფე შიოს დანიშვნა ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო.
მისივე თქმით, ახლა ყველა მოლოდინშია, თუ რა უფლება-მოვალეობებით აღიჭურვება უწმინდესის მოსაყდრე.
ამის შესახებ ბოტკოველმა ტელეკომპანია „იმედთა“ სატელეფონო საბრისას განაცხადა.
„ჩემთვისაც უცხოა და ახალია ამ საკითხთან დაკავშირები საუბარი. ჩვენც ასევე მოლოდინის რეჟიმში ვართ და ველოდებით რა უფლება-მოვალეობებით აღჭურავს მისი უწმინდესობა მეუფე შიოს. მას აქამდეც ჰქონდა სამსახური საპატრიარქოში. ის საჯარისო ნაწილებში მყოფ სასაულიერო პირებზე ზედამხედველობას ახორციელებდა და მცხეთა-თბილისის ეპარქიაზე ზედამხედველობდა. იყო ხოლმე საუბრები, რომ ხომ არ მიიღებს პატრიარქი ასეთ გადაწყვეტილებას თავის სიცოცხლეში, ხომ არ დაასახელებს მოსაყდრეს, მაგრამ კონკრეტულად ვინმეზე რომ გვეფიქრა და მინიშნეებები ყოფილიყო, არა. მეუფე შიოს რომ დანიშნავდა ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო“- განაცხადა დეკანოზმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პატრიარქმა მოსაყდრედ მეუფე შიო დაასახელა. ამის შესახებ უწმინდესმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვის დაწყებამდე ბრძანა.
