საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა, რომელიც სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, უკვე დასრულდა.
საპატრიარქოდან გამოსული სინოდის წევრები ტერიტორიას უკომენტაროდ ტოვებენ და ჟურნალისტებთან და საპატრიარქოსთან შეკრებილ მრევლთან შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობენ. უცნობია, რა თემები განიხილეს სინოდის წევრებმა.
საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელბი აცხადებენ, რომ სხდომის შესახებ ოფიციალური განცხადება რამდენიმე საათში საპატრიარქოს ტელევიზიის „ერთსულოვნების“ ეთერით გახდება ცნობილი. განცხადებას საპატრიარქოს წარმომადგენლები ჩაწერენ, რომელიც წინასაწარი ინფორმაციით, 19.00 საათზე გადაიცემა და ამ განცხადებით გახდება ცნობილი, თუ რა საკითხებზე იმსჯელეს და რა გადაწყვიტეს სინოდის წევრებმა.
როგორც მართლმადიდბელთა კრებულის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაზა ნანობაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას სინოდის გადაწყვეტილების შესახებ, თუმცა წინასწარი მონაცემებით, სინოდმა ID ბარათების გაუქმებასა და მის ნაცვლად, ალტერნატიული საბუთების შემოღებას დაუჭირა მხარი.
სინოდის წევრები საზოგადოებას მოთმინებისა და ოფიციალური განცხადების დალოდებისაკენ მოუწოდებენ.
