მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
 მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
11:50 24.11.2017
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა– სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
შეგახსენებთ, რომ თოვის, ძლიერი ქარის და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.



ბეჭდვა