ხულოში ინტენსიური თოვის გამო გადაადგილება შეფერხებულია
 ხულოში ინტენსიური თოვის გამო გადაადგილება შეფერხებულია
11:05 24.11.2017
ხულოს მუნიციპალიტეტში ამ დროისათვის თოვლის საფარმა გოდერძის უღელტეხილზე 1,2 მეტრს, მაღალი ზონის სოფლებში 60-70 სმ-ს, ხოლო დაბლობში 30-40 სმ-ს მიაღწია.
ხულოში უკვე მესამე დღეა ინტენსიურად თოვს.
უამინდობის გამო გარკვეული შეფერხებები შეიქმნა გადაადგილებასთან დაკავშირებით, თუმცა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით ტრანსპორტი გადაადგილდება. მობილიზებულია როგორც მერიის, ისე აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა.
ამ დროისათვის გაწმენდით სამუშაოებს 17 ერთეული ტექნიკა ახორციელებს. შეფერხებები შექმნილია ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც, თუმცა აქტიურად მუშაობს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები და უახლოეს პერიოდში არსებული შეფერხებებიც აღმოიფხვრება. უამინდობის გამო სასწავლო პროცესი გადაიდო 8 საჯარო სკოლასა და 4 საბავშვო ბაღში
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედი საგანგებო შტაბი მერის გოჩა მელაძის ხელმძღვანელობით არის მუდმივ მზადყოფნაში და საჭიროების შემთხვევაში ხდება არსებული პრობლემის ადგილზე შესწავლა. მზადყოფნაშია მუნიციპალიტეტში არსებული ყველა შესაბამისი უწყება.



ბეჭდვა